ბევრ ნიჭიერ მხატვარს აწყდება ერთი და იგივე გამოწვევა: როგორ მიაწვდინოს ხმა სწორ კოლექციონერებსა და ხელოვნების მოყვარულებს. „გრემელი არტ გალერეაში“ ჩვენ გვჯერა, რომ არტისტი არ უნდა ითავსებდეს მარკეტოლოგის, გაყიდვების მენეჯერისა და SMM-ის როლს. ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი პარტნიორული ეკოსისტემა, სადაც თქვენ სრულად კონცენტრირდებით ხატვაზე, ხოლო ჩვენი პროფესიონალთა გუნდი იზრუნებს თქვენი ნამუშევრების სწორ პრეზენტაციასა და გაყიდვებზე.
პროფესიონალური ვიდეო რგოლების (Reels) მომზადება: თქვენს ნამუშევრებზე ორიენტირებული, დინამიკური და ანიმირებული ვიდეოების შექმნა, რომლებიც იპყრობს მაყურებლის ყურადღებას.
ესთეტიკური კარუსელები და ფოტო-პრეზენტაცია: სოციალური ქსელებისთვის (Instagram/Facebook) გაყიდვებზე ორიენტირებული პოსტების მომზადება ხელოვნებათმცოდნის მიერ დაწერილი აღწერებით.
მიზნობრივი, ფასიანი რეკლამა (Targeted Ads): სარეკლამო ბიუჯეტის პროფესიონალური მართვა, რათა თქვენი ნამუშევრები ნახონ მხოლოდ იმ ადამიანებმა, ვინც რეალურად დაინტერესებულია ხელოვნების შეძენით.
ფიზიკური საგამოფენო სივრცე: ნამუშევრების განთავსება თბილისის ცენტრში მდებარე ჩვენს გალერეაში, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მათი პირადად ნახვა.
მაგალითი თუ როგორი ტიპის ვიდეო რგოლს გთავაზობთ
მაგალითი თუ როგორი ტიპის ვიდეო რგოლს გთავაზობთ
👁️ როგორ გამოიყურება რეალობისა და წარმოსახვის ზღვარი?
ალექს ბერდიშევის შემოქმედება არ არის მხოლოდ საყურებელი ხელოვნება — ეს არის კარიბჭე სამყაროში, სადაც ძლიერი გეომეტრიული ფორმები, სიურრეალისტური კომპოზიციები და დახვეწილი ფერთა თამაში სრულიად ახალ რეალობას ქმნის. აქ თითოეულ დეტალს თავისი საიდუმლო, სიმბოლური ენა აქვს, რომელიც მაყურებელს ფიქრისა და საკუთარი მნიშვნელობების აღმოჩენისკენ იწვევს.
თუ გსურთ, რომ თქვენს ყოველდღიურობასა და საცხოვრებელ სივრცეს განსაკუთრებული მისტიკა, ინტელექტუალური სიღრმე და გამორჩეული ესთეტიკა შესძინოთ, ალექს ბერდიშევის ნამუშევრები ზუსტად ისაა, რასაც ეძებთ.
🎨 აღმოაჩინეთ მისი 3 უნიკალური ნამუშევარი კარუსელში ➡️
📍 გვეწვიეთ „გრემელი არტ გალერეაში“, რათა შეიგრძნოთ თითოეული მონასმის ენერგია რეალურ სივრცეში, მიიღოთ კურატორისგან პროფესიონალური კონსულტაცია და შეარჩიოთ თქვენი კოლექციის ახალი, გამორჩეული ნამუშევარი.
📩 ნახატების დასაჯავშნად ან დეტალებისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში
პირველი ეტაპი - უნდა მოგვწეროთ Instagram-ზე ანდა Facebook -ს მესანჯერში , გამოგვიგზავნოთ თქვენი პორთფოლიო, პორთფოლიოს არ ქონის შემთზვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი ნამუშევრების ფოტოები, ზომების და ტექნიკსი მითითებით
შემდეგ - გალერეა შეიწსავლის და დაინტერესების შემთხვევაში , გაფორმდება თქვენსა და გალერეას შეორის მომსახურების ხელშეკრულება (იმის მიხედვით თუ რა ტიპის მომსახურების პაკეტს შეარჩევთ).
შემდგომ გალერეა შეარჩევს ნამუშევარებს გალერეაში ექსპოზიციისთვის და დაიწყებს თქვენი და თქვენი ნამუშევრების სარეკლამო კამპანიას და გაყიდვებზე მუშაობას.
დაგვიკავშირდით
ტელ:+995 579948895
ვებსაიტი: www.gremeli.ge
ელ. ფოსტა: gremeli.ge@gmail.com
მისამართი: საქართველო, თბილისი, მიხეილი წინამძღვრიშვილის ქ. 112